ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის გახსნის შემდეგ, არსებული დაიხურება – ეკონომიკის სამინისტრო

ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის გახსნის შემდეგ, არსებული დაიხურება – ეკონომიკის სამინისტრო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვაზიანში გადატანის შემდეგ, არსებული აეროპორტი დაიხურება.

როგორც BMG-ის კითხვის პასუხად ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მოგვწერეს, ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის ამოქმედების შემდეგ ახლანდელი აეროპორტის ტერიტორიაზე ანალოგიური ფუნქციების მქონე ობიექტი აღარ იარსებებს.

BMG ასევე დაინტერესდა, რა დატვირთვა ექნება თბილისის მოქმედი საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიას და როგორია ამ კუთხით აზიის განვითარების ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის მიგნებები.

„ჩვენ გვაქვს პირველადი წარმოდგენა, არსებულმა აეროპორტმა და მისმა ინფრასტრუქტურამ, როგორც ახალმა საინვესტიციო პროექტმა, საქართველოს ეკონომიკაში რა მოცულობის კონტრიბუცია შეიძლება შეიტანოს.

აღნიშნულის საფუძველზე, ჩვენ ჩავატარებთ ახალ კვლევას და დავადგენთ, ამ ტერიტორიის რა მიმართულებით განვითარება იქნება საინვესტიციო და სხვა მიზნებისთვის უფრო მეტად პრიორიტეტული და ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო მეტად მოგებიანი“, – აცხადებენ სამინისტროში.

საქართველოს მთავრობის გათვლებით, ვაზიანში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2028 წლიდან ამოქმედდება. პროექტის ჯამური ღირებულება 1.2 მილიარდი დოლარია. „ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიციები, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში განხორციელდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ძალიან სერიოზული ეკონომიკური ეფექტი ექნება – 0,2 პროცენტული პუნქტით მოიმატებს ეკონომიკის ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში წლიურად, საშუალოდ, დაახლოებით, 350 მლნ ლარი დაემატება საქართველოს ეკონომიკას“, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…